31 მარტი, 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის სავადო თარიღია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტი, 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის სავადო თარიღია, ხოლო 1 აპრილი ამავე პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის სავადო თარიღია.

გადასახადის გადამხდელების ინფორმირების გაზრდის მიზნით, ზემოაღნიშნულ სავადო თარიღთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით ,,ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ წარმომადგენლებთან, ონლაინ ფორმატში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მსვლელობისას, მონაწილეებს  შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები მიეღოთ ამომწურავი პასუხები. მსგავსი შინაარსის შეხვედრები გადამხდელებს დაეხმარება სწორად და დროულად მოახდინონ შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულით

ვიდეო ინსტრუქციები:

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა

ინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის

საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას

საგადასახადო ვალდებულებები ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციისას

მცირე ბიზნესის მიერ 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია

ვიდეო ინსტრუქციების შესახებ ინფორმაცია სრულად იხილეთ აქ

გზამკვლევები იხილეთ აქ

ხშირად დასმული კითხვები:

ფიზიკური პირებისთვის

იურიდიული პირებისთვის

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …