300 მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება

თბილისი (BPI) – თბილისისთვის 300 მიკროავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება. უკვე დაწყებულია მუშაობა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე.

თბილისის ვიცე-მერის თქმით, შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის მგზავრებს მოემსახურება მუნიციპალიტეტის კუთვნილი ავტობუსები.

ირაკლი ხმალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ თბილისის მიკროავტობუსთან შეთანხმება მიღწეულია და მერია და კომპანია ერთობლივად იწყებს მიკროავტობუსების ჩანაცვლებას.

ხმალაძე ადასტურებს, რომ თბილისის მიკროავტობუსის მდგომარეობა მძიმეა.

“კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ტარიფის ზრდა ეწინააღმდეგება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას. კომპანიას აქვს ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით, ამაზე რეკომენდაციებს თავად აუდიტორიც წერს. მომდევნო პერიოდში, კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით კომპანია დარჩენილ პარკსაც ჩაანაცვლებს და მერიის მიერ შეძენილ მიკროავტობუსების გამოსყიდვასაც შეძლებს“,  – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …