3-7 ივნისს რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

თბილისი (BPI) – საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით,  2019 წლის 3 ივნისის 08:00 სთ-დან 2019 წლის 7 ივნისის 08:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

შემთხვევითი სიახლე

რუსთავის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის …