3 მაისს საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

3 მაისს საქართველო – ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები ჩეხურ და ქართულ კომპანიების წარმომადგენლებს შორის, სადაც ბიზნეს შესაძლებლობა მიეცემა მოიპოვოს ახალი ინვესტიციები, იმსჯელოს სამომავლო თანამშრომლობაზე და  გააფართოვოს ბიზნესი.
ბიზნესში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია, რათა დაიგეგმოს შეხვედრა სასურველ კომპანიასთან:
https://docs.google.com/…/1S8k6YRQJsBghDu9w…/edit…
▪️რეგისტრაცია 2 მაისს, 15:00 საათზე დასრულდება.
▪️ფორუმზე მონაწილეობს 20-ზე მეტი წამყვანი ჩეხური კომპანია შემდეგი სექტორებიდან:
•        მშენებლობა და დეველოპმენტი
•        მცირე ზომის ჰესების მშენებლობა, განახლებადი ენერგია
•        იურიდიული მომსახურება
•        ინფორმაციული ტექნოლოგიები / IT
•        ეკო ტურიზმი, ტურიზმი
•        დეკორატიული კოსმეტიკა, კოსმეტიკური პროდუქტების რეალიზაცია
•        სამედიცინო ტექნოლოგიები
•        საკვები პროდუქტების დისტრიბუცია
•        ენერგეტიკა
•        სივრცითი დაგეგმარება
•        სადეზინფექციო ნაწარმი
•        ესთეტიკური მედიცინა და სტომატოლოგია
•        სატრანსპორტო სისტემები, ურბანიზაცია, ენერგომომარაგება
•        წყალსადენების მშენებლობა/საკანალიზაციო სისტემები
▪️ჩეხეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მთავარი ამოცანაა საქართველოში პარტნიორების მოძიება, ინვესტიციებისა და ბიზნეს კავშირების გაღრმავება.
▪️ღონისძიება  საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო პალატების, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით,  ჩეხეთის ბიზნეს მისიის ფარგლებში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …