28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 50%-ით გაიზარდა.

2021 წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,977 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ …