26 ოქტომბერს აუქციონზე 5-წლიანი 85 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბენჩმარკ ობლიგაციების გასხვისება იგეგმება.
გალტ ენდ თაგარტის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის 19 ოქტომბერს 10-წლიანი 25.0 მლნ ლარის (8.0 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა დაახ. 1.8-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით, რომელიც 2021 წლის ივლისში გაიმართა, 0.313პპ-ით გაიზარდა და 9.248% შეადგინა.