2035 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჭარბწონიანი იქნება

2023 წლის მარტში მსოფლიო სიმსუქნის ფედერაციამ World Obesity გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც დაასკვნა, რომ 2035 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს ექნება ჭარბი წონა, თუ მთავრობები არ მიიღებენ გადამწყვეტ ზომებს ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
მსოფლიოში დაახლოებით 2,6 მილიარდი ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 38%) უკვე ჭარბწონიანი ან მსუქანია. თუ ტენდენცია 12 წელიწადში გაგრძელდება, ეს მაჩვენებელი 4 მილიარდზე მეტს მიაღწევს (მოსახლეობის 51%).

მსოფლიო სიმსუქნის ფედერაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ლუიზ ბაუერმა თქვა, რომ კვლევის შედეგები არის „მკაფიო გაფრთხილება იმისა, რომ თუ სიმსუქნის პრობლემა დღეს არ მოგვარდება კაცობრიობას მომავალში სერიოზულ შედეგებს ემუქრება“.

ბაუერის თქმით, „მთავრობებმა და პოლიტიკოსებმა მთელ მსოფლიოში უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა არ გადაიტანონ [ამ პრობლემის] სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ხარჯები ახალგაზრდა თაობაზე“.

ბაუერი ქვეყნების ხელისუფლებას სთავაზობს შემდეგ ზომებს: გაზარდოს გადასახადები მავნე პროდუქტებზე; დაწესდეს შეზღუდვები ცხიმის, მარილისა და შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტების მარკეტინგის შესახებ; პრობლემის მოსაგვარებლად სკოლებში გაიზარდოს ჯანსაღი საკვების მიწოდება.

 

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …