2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან ამ დრომდე კონტეინერის დამუშავების მაჩვენებელი ყოველთვიურად მზარდია (აპრილი – 50 848 TEU, მარტი – 53 083TEU), მაისი ამ მხრივ კიდევ უფრო გამორჩეული იყო.

იანვარ-მაისის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 255 944 TEU კონტეინერი დამუშავდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ხუთ თვეში 30314 ტეუთი (13,44%-ით) მეტი დამუშავდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. APM Terminals Poti-მა 2025 წლის მაისის თვეში 32 საკონტეინერო გემი მიიღო, აპრილში – 27 , ხოლო მარტში – 30.

მანქანით დატვირთული კონტეინერების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. მაისის თვეში ნავსადგურმა 2527 კონტეინერი მიიღო და დაამუშავა 7513 მანქანა, რაც წინა ორ თვესთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია: მარტი – 6134 მანქანა, აპრილი – 6310 მანქანა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (მაისის თვეში) დამუშავდა 6709 მანქანა.

შემთხვევითი სიახლე

Spotify-მ კვირის საუკეთესო სიმღერები და ალბომები დაასახელა

მუსიკალურმა სტრიმინგ-სერვისმა Spotify გასული კვირის ყველაზე პოპულარული კომპოზიციები და ალბომები დაასახელა. მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ახალი …