2025 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული რაოდენობის – 1 250 417-მა ვიზიტორმა იმოგზაურა

2025 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 1 250 417-მა ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 2024 წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 13%-ით არის გაზრდილი. მონაცემებს დაცულ ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„აღნიშნული სტატისტიკა მიუთითებს დაცული ტერიტორიების მზარდ პოპულარობაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს შორის.

ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორის ლიდერობენ:
• პრომეთეს მღვიმე – 285 883 ვიზიტორი
• მარტვილის კანიონი – 275 475 ვიზიტორი
• მტირალას ეროვნული პარკი – 131 271 ვიზიტორი
• სათაფლიის მღვიმე – 105 389 ვიზიტორი
• წალკის კანიონი – 98 809 ვიზიტორი

2025 წელს ქართველი ვიზიტორების რაოდენობამ 515 188 შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 12%-იან ზრდას ასახავს. 14%-ითაა გაზრდილი უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, მოგზაურთა რაოდენობამ 735 229 ვიზიტორს მიაღწია.

მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიები სულ უფრო მიმზიდველი ხდება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკოტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

დაცული ტერიტორიების სააგენტო 2025 წლის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა სარეკრეაციო ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებაზე, რაც ქმნის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ვიზიტორებისთვის და უზრუნველყოფს ბუნებრივი მემკვიდრეობის მდგრად დაცვას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.