2023-2027 წლებში ბუნებრივი გაზის სექტორში 265 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

სემეკის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქვეყნის ბუნებრივი გაზის სექტორში ჯამში 97 302 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.  დოკუმენტის მიხედვით, განაწილების ქსელებში – შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“ მიერ, განხორციელდა 97,302 მილიონი ლარის ინვესტიცია. მოცემული ინვესტიციები დიდი წილი, კერძოდ 96% ბუნებრივი აირის განაწილების , ხოლო დანარჩენი 4% უშუალოდ ტრანსპორტის სექტორზე მოდის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიცია სექტორში შპს “თბილისი ენერჯიმ” განახორციელა, კერძოდ, 33,998 მლნ ლარი. შემდეგ მოდის სს “საქორგგაზი”  30,954 მლნ ლარის ინვესტიციით. ინვესტიციის მოცულობით მესამე ადგილზე მყოფმა შპს “ სოკარ ჯორჯია გაზმა” კი გასულ წელს ჯამში 28,767 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

გარდა ამისა, 2022 წელს კომისიამ შეითანხმა გამანაწილებელი ქსელის ხუთწლიანი განვითარების გეგმები, რომლის მიხედვითაც, შპს „თბილისი-ენერჯი“, შპს „თელავგაზი“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“,  სს „ენერგოკავშირი”, სს „საქორგგაზი“  და შპს „ვარკეთილაირი” 2023-2027 წლებში ბუნებრივი გაზის სექტორში 265 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …