2023 წელს საქართველო ITB Berlin-ის საერთაშორისო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანა იქნება

მადრიდში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დირექტორს და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ITB Berlin-ის გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხები განიხილეს. წელს საქართველო ბერლინის გამოფენის პარტნიორია კულტურული მიმართულებით, ხოლო 2023 წელს გერმანიაში, ბერლინში ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
„2023 წელს საქართველო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანაა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ტურიზმის სექტორის და ჩვენთვის ასევე არის დიდი პასუხისმგებლობა, შესაბამისად ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამ ღონისძიებისთვის. დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა ორგანიზატორებთან, სადაც განვიხილეთ ყველა ეტაპი. ასევე აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო ITB Berlin-ზე იქნება კულტურული მიმართულებით პარტნიორი ქვეყანა.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
„დღეს ჩვენ განვიხილეთ ITB Berlin-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის საკითხი როგორც 2022 წელს მარტში დაგეგმილი გამოფენის შესახებ, ასევე 2023 წლის გეგმები. ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველო ბერლინის გამოფენის მასპინძელი ქვეყანა იქნება 2023 წელს და კულტურის მიმართულებით პარტნიორი 2022 წელს. საქართველოს ტურისტული მიმართულებით უამრავი საიდუმლოება აქვს, რომელიც ჯერ კიდევ აღმოსაჩენია საერთაშორისო მასშტაბით. ITB Berlin-ზე 10 ათასი კომპანიაა წარმოდგენილი და მთელ მსოფლიოში 17 მილიონ ტურისტულ პროფესიონალს აქვს წვდომა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ვეხმარებით ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაში.“- აცხადებს დევიდ რუცი, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …