2022 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა19.6%-ით გაიზარდა

2022 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე
ფასებში 71 754.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 19.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან
შედარებით 10.1 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული
ცვლილება 2022 წელს 8.6 პროცენტით განისაზღვრა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.2 პროცენტი) და
დამამუშავებელი მრეწველობა (11.1 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან
დაკავშირებული საქმიანობები (9.9 პროცენტი), მშენებლობა (8.0 პროცენტი), სოფლის სატყეო და
თევზის მეურნეობა (7.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), სახელმწიფო
მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.4 პროცენტი),
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.9 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაციის
საქმიანობები (4.7 პროცენტი).

2022 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება (28.4
პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (49.9 პროცენტი), ელექტროენერგიის აირის ორთქლის და
კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (38.9 პროცენტი), მშენებლობა (14.8 პროცენტი), საბითუმო და
საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.1 პროცენტი) დამამუშავებელი
მრეწველობა (7.8 პროცენტი) ხელოვნება გართობა და დასვენება (17.3 პროცენტი), განთავსების
საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (16.7 პროცენტი)
სამთომოპოვებითი მრეწველობა (22.8 პროცენტი).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-4.8
პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-5.7 პროცენტი), პროფესიული,
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-2.4 პროცენტი).

 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …