2022 წლის ნომინალური მშპ-ს  პროგნოზი 64.7 მლრდ ლარია

ამ ეტაპისთვის არსებული პროგნოზების მიხედვით, 2022 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 6.0%-ის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებშიც საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში.

მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2022 წელს პროგნოზირებულია 4,5%-ის ფარგლებში, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებში.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2022 წლის ნომინალური მშპ-ს  მოცულობა 64.7 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 82,6 მლრდ ლარამდე.

დეტალური ეკონომიკური ანალიზის გაცნობა შესაძლებელია ბიუჯეტზე თანდართულ მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზში.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …