2022 წლის მესამე კვარტალში 6272 კონცენტრაცია განხორციელდა

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, 2022 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში სხვადასხვა კომპანიების მიერ დარეგისტრირებული კონცენტრაციების მონაცემებს აქვეყნებს. ყოველკვარტალურმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ქვეყანაში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, 6272 კონცენტრაცია განხორციელდა. ამასთან, 6259 შემთხვევაში, რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა.

13 შემთხვევა აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს, თუმცა 13-ვე მათგანი ექცეოდა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში.

სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის საფასურია – 5000 ლარი.

ამ ეტაპზე, განხილვის რეჟიმშია 1 კონცენტრაციის შესწავლის პროცესი. საკითხი ეხება – სამშენებლო მასალების იმპორტის/ექსპორტის, სამშენებლო და არქიტექტურული მომსახურების ბაზრებს. მიმდინარე წელს, სააგენტომ 5 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 15 395 კონცენტრაცია განხორციელდა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …