„2022 წელს კომპესაციის სახით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 300 ათას ლარზე მეტი დაერიცხათ“ – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გასულ წელს მარეგულირებელმა კომისიამ ჯამში 1,3 მილიონი ლარის მოცულობის ხანდაზმული დავალიანება, ან ზედმეტად დარიცხული თანხა ჩამოწერა. უშუალოდ კომპესაციის სახით კი 400 ათას ლარამდე გაიცა. დავით ნარმანია განმარტავს, რომ კომისია ყოველთვის ღიაა მომხმარებელთა საჩივრების მიღებისთვის და უკლებლივ ყველა განცხადებას განიხილავს.

„გასულ წელს კომისიამ ზედმეტად დარიცხული ან ხანდაზმული დავალიანებები, რაც ჯამში ჩამოწერა დაახლოებით 1.3 მილიონი ლარის მოცულობისაა, ხოლო უშუალოდ კომპესაციის სახით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 300 ათას ლარზე მეტი, თითქმის 400 000-მდე დაერიცხათ. ეს ნიშნავს  იმას, რომ თუ კომუნალურმა კომპანიამ ქსელზე მიერთების ან სხვა სერვისი დაუგვიანა მომხმარებელს და ვერ ჩაეტია სემეკის მიერ დადგენლი ვადებში, მაშინ ჩვენივე წესით კომუნალური კომპანია მას უნაზღაურებს კომპესაციას დაგვიანებისთვის. პირველი გადაცდენის დროს ხდება მიერთების გადასახადის განახევრება, ანუ აბონენტი ნახევარ ფასად უერთდება ქსელს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ობიექტური მიზეზების გარეშე კომპანიამ კიდევ გადააცილა დადგენილ ვადებს, მაშინ მან აბონენტის მიერთება უფასოდ უნდა უზრუნველყოს.

საბოლოო ჯამში, სემეკი ამ თვალსაზრისით მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე აქტიურად მუშაობს. თუ მომხმარებლები თვლიან რომ მათი უფლებები დაირღვა, მათ შეუძლიათ ჩვენ მოგვმართონ და ყველა საჩივარი შესაბამის განხილვას დაექვემდებარება“. – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, კომპესაციების ყველაზე მეტი 52% ელექტროენერგეტიკის სექტორზე მოდის. შემდეგია წყალმომარაგება, საიდანაც მთლიანი კომპესაციების 31% გაიცა, ხოლო ყველაზე ნაკლები 17% გაზმომარაგებაზე მოდის.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …