2022 წელს ენერგიის წარმოების პროცესში წყლის რესურსის დაკარგვა/დაღვრა არ მომხდარა – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ გადაცემაში „პროფესიონალები“ განაცხადა, რომ 2022 წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების პროცესში განხვავებით წინა წლებისგან წყლის რესურსის დაღვა არ მომხდარა, რამაც ქვეყანას ჭარბი ელექტროენერგიის დაგროვების შესაძლებლობა და შემდგომში ექსპორტის საშუალება მისცა.

„რადგანაც ძირითადად ჰიდრორესურსების ქვეყანა ვართ საქართველოში ეგრედ წოდებული წყლის დამგროვებელი სადგურების რიცხვი შედარებით ნაკლებია და ბევრი სადგური მოდინებაზე მუშაობს. აქედან გამომდინარე ხშირად ხდება გაზაფხულის პერიოდში წყლის დაღვრა. თუმცა 2022 წელი გამორჩეული იყო ამ თვალსაზრისითაც, რადგან პრაქტიკულად  ჩვენთან რა ენერგიაც იქნა წარმოებული წყალი არ დაღვრილა და შესაბამისად მივიღეთ უკვე ჭარბი ენერგია, რომლის გატანაც მოხდა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, თურქეთსა და სომხეთში. თურქეთში ექსპორტის ზრდას განაპირობებდა ის მოცემულობა, რომ ადგილზე ელექტროენერგიის ფასები საკმაოდ მაღალი იყო, ეს კი ჩვენთვის ბიზნეს თვალსაზრისით მომგებიან იყო“.აცხადებს დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდმარე ასევე აცხადებს, რომ ჭარბი ენეგიის ექსპორტი წელსაც აქტიურად გრძელდება. ამასთან, წყლის რესურსის დაკარგვა/დაღვრაც წინა წლის მსგავსად პრაქტიკულად არ ფიქსირდება.

„ დადებითი ტენდეცია გრძელდება 2023 წელსაც, როდესაც ენერგიის სიჭარბის დამუშავება ხდება, წყალი არ იღვრება პრაქტიკულად და შემდგომში ეს ელექტროენერგია მიდის ექსპორტზე. წელს ელექტროენერგია გადის როგორც თურქეთში, ისე აზერბაიჯანში“. – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გასულ წელს 2021 წელთან შედარებით, ექსპორტი 2.5-ჯერ გაიზარდა და 971 გვტ.სთ შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 23.6%-ით შემცირდა.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …