2022 წელს ელექტროენერგეტიკის სექტორში 1 830 განცხადება/საჩივარი შევიდა – სემეკი

“2022 წლის პერიოდში ელექტროენერგეტიკის სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ კომისიის აპარატის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოვიდა 1830 განცხადება/საჩივარი“. – ამის შესახებ სემეკის მიერ საქმიანობის 2022 წლის დოკუმენტშია აღნიშნული.

ჯამში კომისიამ უშუალოდ მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოსული სადავო საკითხების განხილვის შედეგად მიიღო 1799 გადაწყვეტილება, საიდანაც 438 სრულად დაკმაყოფილდა, 456 განცხადება/საჩივარი ნაწილობრვი,  788 განცხადება/საჩივარ არ დაკმაყოფილდა, ხოლო უშუალოდ წარმოება შეწყდა 117 განცხადებაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა 647 846,47 ლარი.

გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებით კომისიამ განიხილა 197 განცხადება, საიდანაც დაკმაყოფილდა 47, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19, არ დაკმაყოფილდა 119, ხოლო წარმოება შეწყდა 12 განცხადებაზე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …