2021 წლის მესამე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 368.1 მლნ დოლარი შეადგინა

2021 წლის მესამე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 368.1 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 35.5 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -13.2 პროცენტიდან -7.2 პროცენტამდე შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 29.7 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მლრდ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 23.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 25.8 პროცენტით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში ნაწილობრივ აღდგა მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი. ეს დადებითი ტენდენცია მესამე კვარტალშიც გაგრძელდა და აღნიშნული მაჩვენებელი 566.0 მლნ აშშ დოლარს (1.8 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის ნახევარს შეადგენს.

2021 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -351.5 მლნ აშშ დოლარი (-1.1 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 23.6 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 53.0 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 23.0 პროცენტით გაიზარდა და 2021 წლის მესამე კვარტალში 608.3 მლნ აშშ დოლარს (1.9 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 25.1 პროცენტით გაიზარდა 562.7 მლნ აშშ დოლარამდე (1.8 მლრდ ლარი). ამავდროულად, სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 22.2 პროცენტით შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 216.8 მლნ აშშ დოლარი (676.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.2 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtori

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …