2021 წლის ეკონომიკის ზრდის მონაცემები, წინასწარი შეფასებით, 10.6%-ია – ლევან დავითაშვილი

“2021 წლის ეკონომიკის ზრდის მონაცემები, წინასწარი შეფასებით, 10.6%-ია”, – განაცხადა ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ.

„პანდემიანდელ მაჩვენებელს ეკონომიკა 3.1%-ით უსწრებს. შესაბამისად, ის დანაკარგი, რომელიც 2020 წელს მივიღეთ ეკონომიკის შემცირებით, ფაქტობრივად, სრულად არის აღდგენილი. ჩვენი პროგნოზი, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა  სრულად გამართლდა. ჩვენი პროგნოზი ბევრად უფრო ზუსტი იყო, ვიდრე ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, რომლებიც უფრო კონსერვატორულ მაჩვენებლებს ვარაუდობდნენ. დღეს მონაცემები დაზუსტდა – ჩვენ, გასულ წელს, გვქონდა არამარტო საქართველოში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და, შესაბამისად, ეკონომიკის აღდგენა”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …