2021 წელს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა – COMCOM

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1,009,000 შეადგინა, საიდანაც 962 ათასი ფიზიკური პირი აბონენტია. 2020 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4.3%-ით, 41 ათასი აბონენტით გაიზარდა. 2021 წელს გასულ წელთან შედარებით, ფიქსირებული ინტერნეტი ქვეყნის მასშტაბით 158 სოფლით მეტს მიეწოდება.

საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება, როგორც

აბონენტების რაოდენობით, ისე შემოსავლების კუთხით, კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. სააბონენტო სიმკვრივე შინამეურნეობაზე 86.7%-ია.

ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი ოდენობა 474 ათასი „მაგთიკომს“ ჰყავს, 286 ათასი – „სილქნეტს“, 59 ათასი აბონენტი – „ახალი ქსელების ჯგუფს“, 50 ათასი „სქაიტელს“, ხოლო 94 ათასი აბონენტი სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებზე ნაწილდება.

2021 წელს, გასული წლის მსგავსად, აბონენტების რაოდენობა უფრო მეტად რეგიონებში გაიზარდა. წინა წელთან შედარებით, რეგიონებში აბონენტების რაოდენობის ზრდამ 7% შეადგინა. თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარი თითქმის სრულად გაჯერებულია. რაც შეეხება დიდ ქალაქებსა და სოფლებს, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ვითარდება, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში ხელმისაწვდომია, ხოლო საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან ინტერნეტი 2351 სოფელშია ხელმისაწვდომი.

ფაროზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად საქართველოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით, “Log-in Georgia”-ს პროექტი ხორციელდება. პროექტის მიზანი სოფლად მცხოვრები 1000 სოფლის 500,000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის და შეღავათიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნა და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …