2021 წელს რეალური მშპ-ს 10%-იან ზრდას მოველით  – კობა გვენეტაძე

2021 წელს რეალური მშპ-ს 10%-იან ზრდას მოველით, აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი. კობა გვენეტაძის თქმით, სებ-ის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნა იქნება.
“ერთი მხრივ, მაღალ შიდა მოთხოვნას ფისკალური სტიმული და საკრედიტო აქტივობა განაპირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, ის პანდემიის გამო ეკონომიკის ჩაკეტვისას დაგროვებული და გადავადებული მოხმარების ასახვაცაა. მომავალ წელს ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენასთან ერთად, რეალური მშპ 5%-ით გაიზრდება. აქვე აღსანიშნავია, რომ შედარებით მძლავრი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ეკონომიკის პოტენციური დონიდან ჩამორჩენა პრაქტიკულად აღმოიფხვრა და, წინა პერიოდებისგან განსხვავებით, როდესაც შიდა აქტივობა ჯერ კიდევ სუსტი იყო, მზარდი შიდა მოთხოვნა ფასების ზრდას ვეღარ გაანეიტრალებს.

დამატებითი ინფლაციური ზეწოლის აღმოსაფხვრელად მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრებულ დონეზე ვინარჩუნებთ. ამასთან, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შეიძლება, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო. დღევანდელი გადმოსახედიდან, მიმდინარე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და ფასებზე მოქმედი დროებითი შოკების მილევის კვალდაკვალ, მომავალ წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად მხოლოდ ინფლაციის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ შევამცირებთ”, განაცხადა გვენეტაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …