2020 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში მაჭავარიანის უწყება 1 ოქტომბრისთვის შეიტანს

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტრო 2020 წლის ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობს. როგორც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს საჯარო უწყებებთან.

მთავრობის წევრებმა დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ერთხმად განაცხადეს, რომ პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები, კაპიტალური ხარჯები და ეკონომიკური განვითარებაა, რომელიც სიკეთეს მოუტანს თითოეულ მოქალაქეს.

მიმდინარე ხარჯების კონტროლი, ბიუროკრატიის შენახვაზე გაწეული ხარჯების მისაღებ დონეზე შენარჩუნება და სოციალური პასუხისმგებლობა, მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი საკითხებია.

დეტალებს ფინანსთა სამინისტრო მომავალ კვირაში სამინისტროებთან კიდევ ერთხელ გაივლის და 1 ოქტომბრისთვის მაჭავარიანის უწყება ბიუჯეტის პირველად ვერსიას პარლამენტს წარუდგენს.

მინისტრი აღნიშნავს, რომ მთავრობას მჭიდრო კავშირი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და პროექტი საფინანსო ინსტიტუტთანაც იქნება შეჯერებული.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …