2020 წლიდან დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტით განისაზღვრება

თბილისი (BPI) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს. 2019 წელს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული სტანდარტების დასანერგად და სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების სანქციების გამკაცრებისთვის.

როგორც ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, 2019 წლის 1 იანვრიდან დიზელის ხარისხი ევრო 4 სტანდარტს შეესაბამება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018 წელს, მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გააქტიურდა ბენზინში ტყვიის შემცველობის სახელმწიფო კონტროლი.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შვეიცარიული კომპანიის (SGS) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 143 ავტოგასამართ სადგურზე 250-მდე საწვავის სინჯიდან არც ერთში ტყვიის შემცველობა არ დაფიქსირებულა.

ქვეყანაში შეიქმნება ავტომობილების გამონაბოლქვის სტანდარტების განმსაზღვრელი საკანონმდებლო ბაზა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …