2020 წელს, საქართველოში მეცნიერული კვლევებით შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 148.2 მლნ ლარი შეადგინა

2020 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 58 დაწესებულება, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 148.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 5.7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

“საქსტატის” ინფორმაციით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 6.2 პროცენტით გაიზარდა და 14 589 შეადგინა, რომელთაგან 11 859 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები. მკვლევარების 53.4 პროცენტი ქალია, ხოლო 46.6 პროცენტი კაცი. მკვლევართა 67.4 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 30.3 პროცენტი – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 2.2 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით.

რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.5%), ხოლო მამაკაცებში – 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფზე (31.9%).

მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ, რომელთა საერთო რიცხოვნობა 2 769 ერთეულს შეადგენს (23.3%). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 474 პირია დასაქმებული.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …