2020 წელს დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 37.2% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.7% – საშუალოზე

2020 წელს დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 37.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

“საქსტატის” ინფორმაციით, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 656.3 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით – 6.5 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 9 828.1 მლნ. ლარით განისაზღვრა. 2020 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 222.9 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 61.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 952.0 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 87.4 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: ● მსხვილი ბიზნესი – 1 328.9 ლარი, ● საშუალო ბიზნესი – 1 419.6 ლარი, ● მცირე ბიზნესი – 991.6 ლარი.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …