2019 წლის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის, როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შეასრულა.

22 დეკემბრის მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 11 მილიარდ 371,9 მილიონი ლარი შეადგინა. ამ დროისთვის გადაჭარბება 61,9 მლნ ლარია.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს – საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 9 მილიარდ 651,8 მილიონი ლარი. გადაჭარბება 6,8 მლნ ლარს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

Apple ამზადებს ბიუჯეტურ iPhone 17e-ს და გეგმავს iPad-ისა და Mac-ის ხაზის მასშტაბურ განახლებას

ტექნოლოგიური გიგანტი Apple 2026 წლისთვის პროდუქციის ხაზის მნიშვნელოვან გადახალისებას გეგმავს, რომლის ცენტრალური ფიგურა ახალი, შედარებით …