2017 წლის დეკემბერის შემდეგ სექტემბერში წლიური ინფლაცია აგვისტოში ყველაზე მაღალია

თბილისი (BPI) – სექტემბერში ინფლაციის დონე დაჩქარდა. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით კი მაჩვენებელი 1.7%-ია.

სექტემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2017 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალია.

თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 1.8% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 5.7%-ით გაიზარდა.

საქსტატის განმარტებით, საბაზო ინფლაციამ 2019 წლის სექტემბერში გასული წლის სექტემბერთან შედარებით 4.6% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 200 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი …