200 000 ლარიანი სასესხო შეზღუდვა იხსნება, ₾2 000 შემოსავლიანისთვის – არა

თბილისი (BPI) –  ლარის სესხის სავალდებულო მაქსიმუმი – ₾200 000, მხოოდ დაბალშემოსავლიანებისთვის დარჩება. მთავრობა, სებ-ი და ბანკები სავალუტო  დაკრედიტების წახალისების ახალ მექანიზმზე მუშაობენ, ინფლაციაზე კურსის მხრიდან წნეხის გასანეიტრალებლად.

5%-ით მაისში გაზრდილი და ოქტომბერში ისევ 25%-მდე შემცირებული სარეზერვო ნორმის კიდევ შემცირებაზე სებ-ი მპკ -ის 11 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელებს. მპ-ის  ანგარიშით, გაუფასურებული ლარიდან ინფლაციაზე რისკი ნარჩუნდება, რაც ფასების სტაბილურობას უქმნის საფრთხეს (სებ-ის მანდატი  კი, როგორც იცით შენარჩუნებაა). 23 ოქტომბრის სხდომაზე სებ-მა მოლოდინების არხის დასაბალანსებლად, პოლიტიკა უფრო მეტად გაამკაცრა, ვიდრე ამას ბაზარი ელოდა.

ბანკების ასოაციაციის პრეზიდენტმა  ალექსანდრე ძნელაძემ  ლარის დეფიციტის  გასაჩენად სავალუტო სესხების წახალისების შესაძლებლობაზე  განაცხადა, არამოწყვლადი მაღალშემოსავლიანი  კატეგორიისთვის.

სებ-ის პრეზიდენტის აშშ-დან ჩამოსვლამდე, კერძო სექტორი გახარიას შეხვდა, ინფლაციაზე წმეხის ყველა კერა იდენტიფიცირდა. ბიზნესმა და ლობისტებმა წნეხის შემაკავებელი ინსტრუმენტები და წინადადებები გააცნეს, მათ შორის სასესხო რეგულაციების გადახედვის.  ძნელაძე   უზრუნველყოფის და შემოსავლიანობის კოეფიციენტების გარკვეული დათქმით გათანაბრების მართებულობაზე აცხადებს (სავალუტო და ლარის სესხზე). სავალუტოზე მთელი, 15% -ით მეტი შემოსავალი და  უზრუნველყოფა მოეთხოვება მსესხებელს, რაც ფინანსებზე ნაკლებ ხელმისაწვდომობას ნიშნავს.

დაგეგმილ შეხვედრაზე  გახარია დათანხმებულ პაკეტს წარმოადგენს. პრემიერის პირობით, არას შემთხვევაშიც პასუხი ოპერატიული იქნება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …