16-17 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

16-17 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

 

ღონისძიება – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით იგეგმება.

 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 10-ზე მეტი დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

 

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.ccc.gov.ge

 

შემთხვევითი სიახლე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს – ირაკლი კობახიძე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი …