16-17 ნოემბერს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

16-17 ნოემბერს, თბილისში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის ორგანიზატორები არიან კონკურენციის ეროვნული სააგენტო, სემეკი, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

 

ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, პარტნიორი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო, აკადემიური სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. კონფერენციის ფარგლებში განიხილავენ კონკურენციის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების, მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების და აღსრულების პროცესის თავისებურებებს.

კონფერენცია გაიმართება „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში”.

 

შემთხვევითი სიახლე

გენადი არველაძე: საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და პროგნოზირებად სავაჭრო რეჟიმს, რაც ქმნის მყარ საფუძველს გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის

„საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო …