15 სექტემბრიდან, ვარაზისხევიდან პიქსელამდე ავტომანქანებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი

თბილისი (BPI) – ჭავჭავაძის ნაწილი მანქანებისთვის 15 სექტემბრიდან გაიხსნება. კერძოდ, ამ პერიოდისთვის ვარაზისხევის ამოსასვლელიდან „პიქსელის“ შენობამდე ავტომანქანებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი.

ჭავჭავაძის გამზირის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

“ჭავჭავაძის გამზირი იქნება რადიკალურად განსხვავებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლი მოეწყობა და ავტობუსები გზის შუა ნაწილში იმოძრავებენ ყოველგვარი შეფერხების გარეშე. გარდა ამისა, დაემატება ველობილიკებიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, შეიცვლება განათების სისტემა და პროექტი საახალწლოდ დასრულდება.

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მოედანი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილზე, რომელიც მოიცავს კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთს, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ხოლო მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მუშაობას განაგრძობს.

დედაქალაქის მერის თქმით, პირველ მონაკვეთზე ამჟამად მიწისზედა სამუშაოები დაიწყო.

„პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები. მთლიანად მოწყობილია წყალარინების ქსელი, სანიაღვრე ქსელი, ჩაყრილია წყლის ახალი მილები. „ყაზტრანსგაზსაც“ თავისი სამუშაოები დასრულებული აქვს. ახლა უკვე შემოსულია საგზაო კომპანია, რომელიც იწყებს გზის მოწესრიგებას. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და მოპირკეთება”.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …