116-ე სკოლა “ალიას” პასუხობს

თბილისი (BPI) – 116-ე სკოლის ადმინისტრაციისა და თანამშრომლები „ალიაში“ 12 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიასთან „116-ე სკოლის დირექტორმა სკოლის რემონტისთვის განკუთვნილი თანხით საკუთარი სახლი გაარემონტა (?!)“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

“116-ე სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პედაგოგები ვამტკიცებთ, რომ სტატიაში მოყვანილი ყველა ფაქტი მტკნარი სიცრუეა და არა მხოლოდ დირექტორის, არამედ სკოლის და მისი პერსონალის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად სკოლის ყოფილი თანამშრომლის მხრიდან.

რეალობა შემდეგია:

  • 2016 წლის ნოემბერში სკოლა დაფინანსდა გათბობის სისტემის სრული რეაბილიტაციისათვის. სკოლის ანგარიშზე ჩაირიცხა 50047,42 ლარი, ხელშეკრულება გაფორმდა 40962,00 ლარზე, შესრულებულმა სამუშაოებმა შეადგინა და მომწოდებლებს გადაერიცხა 40504,00  ლარი (შეგიძლიათ გადაამოწმოთ SPA.GE-ზე). დარჩენილი თანხა დაბრუნდა ბიუჯეტში.
  • 2017 წელს სკოლა ჩასმული იყო ნაწილობრივ  სარემონტო სამუშაოებში. განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი ხუთი სკოლის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად. ამ ხუთ სკოლაში იყო N116 სკოლაც.  განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა სკოლის სველი წერტილების და ორი საკლასო ოთახის რეაბილიტაცია. თანხა სკოლის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. სკოლის დირექტორი და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი მხოლოდ აკონტროლებდნენ სამუშაოების შესრულების ხარისხს. წინა წლებში, მიუხედავად ადმინისტრაციის ძალისხმევისა, სკოლის მთელ შენობაში კანალიზაციის სუნი იგრძნობოდა. რემონტის შემდეგ, როდესაც მთლიანად შეიცვალა სისტემა, აღნიშნული პრობლემა მოგვარდა.
  • იმავე წელს ისევ განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით (თანხა 3995,06 ლარი ჩაირიცხა სკოლის ანგარიშზე) გარემონტდა  საექიმო კაბინეტი.  სამუშაოები შეასრულა შპს „ნიუ ლაინ გრუპ“-მა. სარემონტო სამუშაოებზე დაიხარჯა 3798,74 ლარი, დარჩენილი თანხა  196,32 ლარი დაბრუნდა ბიუჯეტში (შეგიძლიათ გადაამოწმოთ SPA.GE-ზე).
  • N116 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ მოძიებულ იქნა სპონსორი კომპიუტერული კლასის სტული რეაბილიტაციის მიზნით. ა(ა)იპ „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდმა სკოლას გამოუყო გრანტი.

ეს ფაქტები გვაძლევს იმის დასკვნის საფუძველს, რომ სკოლის ყოფილ თანამშრომელს უბრალოდ აღიზიანებს სკოლის განვითარება და მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებების ტირაჟირებითა და მედიის შეცდომაში შეყვანით, ცდილობის სკოლის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების დიკსრედიტაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …