საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდი ბრიტანეთიდან ჟურნალისტებსა და ბლოგერებს უმასპინძლა.  მოგზაურობის, ღვინისა და კულინარიის თემებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები აჭარაში,  ბათუმში IWSC-ის რიგით მეოთხე კონკურს დაესწრნენ, სადაც ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი.

მედიატურის 10 მონაწილე გაეცნო აჭარაში მდებარე ღვინის მარნებს, მოეწყო ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია. ბრიტანელი ჟურნალისტები და ბლოგერები ეწვივნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და პეტრას ციხეს, გაეცნენ ტურისტულად საინტერესო ადგილებს. უცხოური მედიის წარმომადგენლები ბრიტანული გამოცემებისთვის საქართველოს შესახებ  სტატიებს მოამზადებენ.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …