შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის კონტრაბანდით დაკავებულ ერაყულ კომპანიასა და „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად ფინანსურ დაწესებულებას, სანქციები დაუწესა.

როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია განმარტებული, „შავ სიაში“ მოხვდა ერაყელი ბიზნესმენის, სალიმ აჰმედ საიდის კომპანიების ქსელი, რომელიც 2020 წლიდან, მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანულ ნავთობს რეალიზაციაში ისე უშვებდა, თითქოს ის ერაყული წარმოშობის იყო.

სანქციები დაუწესდა ასევე რამდენიმე ტანკერს, რომლებიც ნავთობის ტრანსპორტირებაში იყო ჩართული.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …