Glovo აკადემია“ – Glovo-ს და Impact Hub Tbilisi-ის ერთობლივი ინიციატივა ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად
თბილისი, 2024 წლის 2 მაისი – Glovo-მ, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, საქართველოში „Glovo აკადემიის” გახსნადააანონსა. ეს ინიციატივა ემსახურებაადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესებისგაციფრულების ხელშეწყობასა და განვითარებას, მათთვის პერსონალური ტრენინგების ჩატარებისგზით.
Glovo აკადემია მიზნად ისახავს ადგილობრივი პარტნიორების, მცირე და საშუალო ბიზნესებისუზრუნველყოფას ღირებული რესურსებითა და ტრენინგებით პირისპირ ფორმატში. ამ ინიციატივისმეშვეობით Glovo-ს მიზანია მცირე და საშუალობიზნესის აღჭურვა საჭირო ინსტრუმენტებითა და ცოდნით ციფრულ ბაზარზე.
29 და 30 აპრილს თბილისში, Fabrika-ში ორდღიანიტრენინგი ჩატარდა. ტრენინგები მოიცავდა თემების ფართო სპექტრს. სესიები მიზნად ისახავდა, ცნობიერების ამაღლებას ისევე როგორც ციფრული მარკეტინგის, ასევე Glovo-ს პლატფორმაზეპარტნიორების მუშაობის ოპტიმიზაციის შესახებ. Impact Hub Tbilisi-ის დარგის ექსპერტთა გუნდის და Glovo-ს წარმომადგენლების ხელმძღვანელობით, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ციფრული მარკეტინგის სტრატეგიები, პოპულარიზაციისეფექტური მეთოდები და სარეკლამო ტექნიკა.
გარდა ამისა, ექსპერტებმა დამსწრეებს მისცეს ღირებული რჩევები გაციფრულების ოპტიმიზაციისშესახებ, ამ რჩვებისა და რეკომენდაციებისგათვალისწინებით კომპანიები შეძლებენ ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და ბიზნესისხილვადობის გაზრდას. ტრენინგზე მონაწილეებმამიიღეს ყოვლისმომცველი ინფორმაცია Glovo’sManager Portal-ის შესახებ, რომლის გამოყენებაც მათ დაეხმარებათ ოპერაციების მართვასა და პლატფორმაზე საკუთარი ბიზნესის პოტენციალის გაზრდაში.
ინფორმატიული ტრენინგების გარდა, მონაწილეებმაერთმანეთს გაუზიარეს ღირებული გამოცდილებები. გარდა ამისა, ისინი უშუალოდ ჩაერთნენ Glovo-ს გუნდთან კომუნიკაციაში, მიიღეს მხარდაჭერა პლატფორმის ექსპერტებისგან.
Glovo-ს Partners-ის ხელმძღვანელი თორნიკეგაბიცინაშვილი:
„მოხარულები ვართ, რომ Impact Hub Tbilisi-თან პარტნიორობით Glovo Academy-ის ვხსნით. ამ ინიციატივის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ჩვენი პარტნიორების წარმატებას მათთვის საჭირო ინსტრუმენტებითა და ცოდნით, რათა განვითარდნენციფრულ ლანდშაფტში. ჩვენ გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებით, გამოვიწვევთპოზიტიური ცვლილებებს ადგილობრივ ბაზარზე.”
ელენე ჟვანია, Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელი:
„Glovo აკადემიის გახსნა ეხმიანება Glovo-ს მუდმივ ძალისხმევას, განავითაროს მეწარმეობა და გააძლიეროს ეკონომიკა მთელ მსოფლიოში. Glovo-მ უკვე წარმატებით განახორციელა Glovo აკადემიასაზღვარგარეთ, სადაც ასობით პარტნიორიმონაწილეობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაარუმინეთი, კენია, პოლონეთი, განა, იტალია ან მაროკო და სხვა.”
Glovo-ს შესახებ:
Glovo არის აპლიკაცია მრავალი კატეგორიით, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს ბიზნესთანდა კურიერებთან, სთავაზობს მიტანის სერვისებსადგილობრივი რესტორნებიდან, სასურსათომაღაზიებიდან, სუპერმარკეტებიდან და საცალომაღაზიებიდან. Glovo-ს ხედვაა ყველას მისცეს მარტივი წვდომა ყველაფერზე მათ ქალაქში, რათა მომხმარებლებმა შეძლონ ისიამოვნონ იმით, რაც უნდათ, როცა უნდათ, სადაც უნდათ. Glovo დაარსდა2015 წელს ბარსელონაში და მუშაობს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში.
Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვისეწვიეთ: https://about.glovoapp.com/en/
Impact Hub Tbilisi-ის შესახებ:
Impact Hub Tbilisi არის coworking სივრცე, რომელიც ემსახურება მეწარმეობისა და სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას საქართველოში. თავისი ინოვაციური პროგრამებითა და პროექტებით Impact Hub Tbilisi უზრუნველყოფს მზრუნველ გარემოს დამწყები მეწარმეებისა და სტარტაპებისგანვითარებისთვის. Impact Hub-ი გთავაზობთმორგებულ პროგრამებს, როგორებიცაა: Incubationმხარდაჭერა, სტარტაპის განვითარება, მენტორობისსერვისები და ღონისძიებები ნეთვორქინგისთვის, რომლებიც მიმართულია იმ ინდივიდებისგაძლიერებაზე, რომლებსაც სურთ გადააქციონიდეები წარმატებულ ბიზნესად.