11 ივნისს პროექტის „ძველი თბილისის სამკაული“ დასკვნითი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

11 ივნისს პროექტის „ძველი თბილისის სამკაული“ დასკვნითი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
თეონა ჯაყელი, კულტურა მდგრადი განვითარებისათვის დამფუძნებელი: პროექტი „ძველი თბილისის სამკაული“ მიზნად ისახავს დედაქალაქის ტერიტორიაზე არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად გამოვლენილი არტეფაქტების (XI-XII საუკოუნეების მოჭიქული კერამიკის) დეკორატიული მოტივებით ქალაქური სამკაულის დამზადებას და ახალი თბილისური სამკაულის ხაზის შექმნას.

სამკაულის კონცეფცია აიგო თბილისის შესახებ შექმნილ პოეზიაზე: პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის „თბილისო“, ლადო ასათიანის „არ ვიცი ასე რამ შემაყვარა“, პაოლო იაშვილის „ჩემი ქალაქი“, იოსებ გრიშაშვილის „გამოთხოვება ძველ თბილისთან“, იოსებ გრიშაშვილის „გამოთხოვება ძველ თბილისთან“, ნინო ორბელიანის „ლექსნი“, გიორგი ლეონიძის „ვაშლის ყვავილები“, ასევე იმ ქალაქელი პოეტების შემოქმედებაზე, ვის გარეშეც წარმოუდგენელია ძველი თბილისის ყოფა: ბეჩარა „სამაიას ხმაზე“, ჰაზირა „სულოჯან“ , გიორგი სკანდაროვა „თუთის ფოთოლი“ და კინტო გ. ხეჩუაშვილის „ისარი“.

პროექტის ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნემ და სიძველეთა ექსპერტმა ინგა ვაჩეიშვილმა, მის გუნდთან ერთად შექმნა 10 ნაკეთობა. ექსკლუზიური სამკაულისათვის გამოყენებულ იქნა ვერცხლი, ოქრო და ძვირფასი ქვები. კოლექციის გამოფენა-გაყიდვა 11 ივნისს მოეწყობა გალერეა „ვაჩეში“. აუქციონიდან შემოსული თანხა გამოყენებული იქნება არსებული პროექტის ბაზაზე ქალაქური სამკაულის ხაზის განვითარებისათვის.

პროექტი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით, გალერეა ვაჩესთან თანამშრომლობით.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …