დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში სემეკის როლსა და მიზნებზე.

„ვემზადებით ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის. სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში რამდენიმე ათეული ნორმატიული აქტი მიიღო. ამჟამად, კომისია განიხილავს 2 დოკუმენტს, ეს არის ქსელის წესები და ბაზრის წესებში ცვლილებათა პაკეტი, რომელთა დამტკიცების შემდგომაც მარეგულირებელი ჩარჩო სრულად იქნება მზად ბაზრის გახსნისთვის.

აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, რათა უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ენერგეტიკაში, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული ახალი ბაზრის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და განახლებადი ენერგიების ათვისებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენცია გახსნეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …