ევექსი ჰოსპიტლებმა 3 000 ექთნისთვის პროფესიული დღე საზეიმოდ აღნიშნა


ევექს ჰოსპიტლებმა ექთნების საერთაშორისო დღე მასშტაბურად აღნიშნა და ქსელში დასაქმებულ 3 000-მდე ექთანს პროფესიულ დღე საზეიმო ვითარებაში კიდევ ერთხელ მიულოცა.

ჯანდაცვის სექტორის უმნიშვნელოვანესი რგოლის დაფასებისა და აღიარების მიზნით, კომპანია უკვე მეექვსე წელია, სხვადასხვა სახის ღონისძიებას ახორციელებს. სპეციალურად ქსელში დასაქმებული ექთნებისთვის, ყოველი წლის 12 მაისს საზეიმო საღამო იმართება.

ევექსი ჰოსპიტლები არის პირველი სამედიცინო კომპანია ქვეყანაში, რომელმაც პროფესიულიგანათლების კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება ჯერ კიდევ 2013 წლიდანდაიწყო. ხორციელდება უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, რაც ქსელში დასაქმებული ექთნების გადამზადებას ითვალისწინებს და მათთვის კარიერული ზრდის შესაძლებლობას ქმნის. დღემდე ბაზისურ საექთნოსწავლებაში 12 000-ზე მეტი კაც-ტრენინგია ჩატარებული და სრულად ფინანსდება სამედიცინო ქსელის მხრიდან. ერთ-ერთი ყველაზემნიშვნელოვანი მიღწევაა ისიც, რომ ექთნებისთვისუნიკალური ქართულენოვანი პროფესიულილიტერატურა შეიქმნა, რაც ევროპისრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისმხარდაჭერით განხორციელდა.

გარდა ამისა, წელს სრულიად ახალი სასწავლო პროგრამა დაიწყო ექთნების პროფესიულიგანათლების კუთხით, რომელიც მენეჯერულირგოლის ექთნების სასერტიფიკატო პროგრამა დაქსელში დასაქმებული ყველა ექთნის ეტაპობრივ გადამზადებას მოიცავს. ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, ემსახურება ჯანდაცვის სექტორის უწყვეტ გაძლიერებას ქვეყანაში.

სწორედ „უწყვეტი განათლება“ და „მუდმივი განვითარება იყო ის ნომინაციები, რომელში გამარჯვებულებიც საექთნო ტესტირებებში საუკეთესო შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. ლისი ივენთ ჰოლში გამართულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ასევე ექთნები „პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის.“ გამარჯვებულები პაციენტების კმაყოფილების კვლევის საფუძველზე გამოვლიდნენ.


მასშტაბური საზეიმო ღონისძიებ წელს მუსიკალურად გააფორმეს ლიზა ბაგრატიონმა, ნატო მეტონიძემ და ეკა დოლიძემ ბენდთან ერთად. შეირჩა განსაკუთრებული რეპერტუარი და შესრულდა სასიამოვნო მუსიკალური კომპოზიციები. ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …