ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელიც საგადასახადო მიმართულებით განვახორციელეთ – ლაშა ხუციშვილი

დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა – ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელიც საგადასახადო მიმართულებით განვახორციელეთ და რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ბიზნესს უკვე დაუბრუნდა 1,8 მილიარდი ლარი.

„ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ წლის განმავლობაში დავაბრუნებდით ორ მილიარდ ლარზე მეტს. ამ სტატისტიკით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიური დაბრუნება იქნება, დაახლოებით, 2,2 მილიარდი ლარის ფარგლებში. ეს, ძირითადად, არიან საწარმოები, რომლებიც დებენ ინვესტიციებს საქართველოში, ასევე, კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ საქონლისა თუ მომსახურების ექსპორტს საქართველოდან. ჩვენ თუ ავიღებთ რეფორმამდე არსებულ პერიოდს, სანამ გადავიდოდით ავტომატური დაბრუნების სისტემაზე, დღგ-ის წლიური დაბრუნება იყო, საშუალოდ, 150-180 მილიონი ლარის ფარგლებში. ასე რომ, წლევანდელი 10 თვის მონაცემები, რეფორმამდე არსებული პერიოდის 10 წლის მონაცემზეც მეტია. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა საგადასახადო მიმართულებით, რომელიც განვახორციელეთ და რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან კარგი შედეგები აქვს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …