კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა სექტემბერში 0.64%-ით შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 275.52 მლნ ლარით (0.64%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.08%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 42.94 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 384.81 მლნ ლარით (1.67%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 660.33 მლნ ლარით (3.28%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.42%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.07 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.10 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.51%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.19%-ით მეტი).
2022 წლის სექტემბრის განმავლობაში 0.07%-ით, ანუ 16.64 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 22.97 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.68 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.24 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.31 პროცენტული პუნქტით)

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …