ბაზარს პირველ საცხოვრებელ ბინას 2023 წელს შევთავაზებთ – სოსო ფხაკაძე

„ვისოლ ჯგუფი“ სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში გააქტიურებას გეგმავს. როგორც კომპანიის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა, ბაზარზე ახალი ბრენდი მომავალ წელს გამოჩნდება.

ბიზნესმენი დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ უკვე მზადაა ყველა ატრიბუტი, რაც ახალ ბრენდს სჭირდება.

„ძალიან დიდი ხანია, საქართველოში საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს ვაშენებთ. ჩვენი მთავარი მოიჯარე არის „კარფური“; ასევე, გვყავს რამდენიმე სხვა მოიჯარეც საცალო სექტორიდან. ახლაც ერთ-ორ ადგილას ვაშენებთ სავაჭრო ცენტრებს. 10 წელზე მეტია ამას ვაკეთებთ და ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა უძრავი ქონების განვითარების კუთხით.

მოგეხსენებათ, ამ სფეროში არსებობს მეორე მიმართულება – ესაა სამშენებლო-დეველოპერული საქმიანობა – საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და გადავწყვიტეთ, ამ სექტორშიც შევიდეთ.

ინგლისურ კომპანიასთან ერთად ვიმუშავეთ და შევქმენით ახალი ბრენდი, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ. პირველ საცხოვრებელ ბინას ბაზარს 2023 წელს შევთავაზებთ.

ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ძლიერი და მსხვილი დეველოპერული ორგანიზაცია საქართველოში. ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას და ადამიანების დასაქმებას ქვეყანაში. ასე უნდა ვფიქრობდეთ ყველა, რომ ძლიერი ეკონომიკა გვქონდეს.
ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ ვიტყვი – ძლიერი ეკონომიკა არის ქვეყნის წარმატების მთავარი ფორმულა და ძლიერ ეკონომიკას ქმნის ძლიერი ბიზნესი“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ #რედაქტ2-თან ინტერვიუში.

 

წყარო: bm.ge

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …