საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი გაიზარდა

კავკასიის ავტოიმპორტის აღმასრულებელი დირექტორის დავით გულაშვილის ინფორმაციით, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი გაიზარდა.

როგორც მან „საქმის კურსში“ განაცხადა, მიზეზი რუსეთის ბაზარზე ავტომობილების შეყვანის შეზღუდვაა და ახლა მისი ერთადერთი მიწოდების გზა მესამე მხარე ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტია.

„ქვეყნები, რომლებიც ევრაზიის საბაჟო კავშირში შედიან და ჩვენი მეზობლები არიან, ამ ქვეყნის ავტო ბიზნესმენები ჩამოდიან და ავტომობილებს ქართულ ბაზარზე ყიდულობენ, შემდეგ მათი რეექსპორტი ხდება. მაგალითად იგივე სასომხოთი და ყირგიზეთი, რომ ავიღოთ, ამ ქვეყნებში ავტომობილების რეგისტრაცია ხდება და შემდეგ ეს ავტომობილები თავისუფალ მიმოქცევაში, იგივე რუსეთის ბაზარზე, მიდის.

ჩვენი გონივრული ეჭვია, რომ ამ ავტომობილების ასე უცბად სომხეთიდან ევრაზიის კავშირის ქვეყნებში რეექსპორტზე იმითია განპირობებული, რომ რუსეთი ძალიან ბევრი შეზღუდვის ქვეშ მოხვდა, მიწოდება შეწყდა და ერთადერთი მიწოდების გზები ის დარჩა, რომ მესამე მხარე ქვეყნებიდან თავისი მოთხოვნა შეავსოს.

აღნიშნული ქვეყნები ამ მექანიზმით ახდენენ რუსეთში რეექსპორტს. ძალიან გაზრდილია რეექსპორტი და შესაბამისად მოთხოვნა იმპორტზე ძალიან სწრაფად გაიზარდა“, – ამბობს იგი.

ცნობისთვის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა. წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11.9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 36.9%-ით გაიზარდა და 3.571 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 36.5%-ით 8.364 მლრდ დოლარით გაიზარდა. შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 4.8 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.

 

წყარო: bm.ge

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …