მეტყველების მოშლიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე – ინსულტის შედეგები შეჩერებულია!

„მეტყველება გამიძნელდა, თავბრუ მეხვეოდა, კიდურებს ვეღარ ვიმორჩილებდი…. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ისე სწრაფად განვითარდა, რომ ვერაფერი მოვიმოქმედე.“

 

ასე იწყებს საკუთარი ამბის თხრობას ინსულტს გადარჩენილი ჩვენი კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც დღეს სრულიად ჯანმრთელად გრძნობს თავს. გელა ბერიკაშვილი ყვება, რომ მწვავე სიმპტომების მიუხედავად ვერ მიხვდა, ინსულტთან რომ ჰქონდა საქმე: „არადა, თურმე დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონია…“

 

ინსულტის ნიშნების მქონე მამაკაცი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მოხვედრისთანავე ნევროლოგების გუნდმა შეამოწმა. პაციენტის მდგომარეობა მწვავედ შეფასდა – მას ნევროლოგიური დეფიციტი აღენიშნებოდა. ნევროლოგებმა – დალი მებონიამ და ნონა შარაშენიძემ თრომბოლიზური თერაპიის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს და პაციენტი მწვავე სისხლძარღვოვან განყოფილებაში მოათავსეს.

 

პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა პროცედურა, რომელიც თავის ტვინის მომმარაგებელ სისხლძარღვში არსებული თრომბის დაშლას ინტრავენურად, მედიკამენტის შეყვანით გულისხმობს. შედეგად ხორციელდება სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს პათოლოგიის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას.

 

გელა ბერიკაშვილს გაუმართლა, რომ დროულად მოხდა ჰოსპიტალში, სადაც ინსულტის სპეციალიზებული მკურნალობა ხორციელდება. მოკლე დროში დაწყებულმა მკურნალობამ საუკეთესო შედეგი გამოიღო და პაციენტი ბინაზე ყოველგვარი ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, გამოჯანმრთელებული გაეწერა.

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.