ექსპორტის სტიმულირების ახალი პროგრამა იწყება

ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას იწყებს.

პროგრამა ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობს საექსპორტო  ბაზრების, პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.

ტექნიკური დახმარების კომპონენტი გავრცელდება შემდეგ მიმართულებებზე:  პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირებაბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვასაერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება/ საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლა.

პროგრამა 10-მდე სამიზნე სექტორს მოიცავს, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები (გარდა ღვინისა), ტანსაცმელი, ტყავი და ტყავის ნაწარმი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, მზა კვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის, ვეტერინარული პროდუქტები, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობა და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, შესაფუთი მასალები.

სააგენტოს თანადაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრება:

·  ლიცენზირება და სერტიფიცირება – არაუმეტეს 10 000 ევრო

·  ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა – არაუმეტეს 20 000 ლარი

·  საერთაშორისო ქსელში შესვლა – არაუმეტეს 10 000 ევრო

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, აღნიშნულის იმპლემენტაცია იმერეთში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოხდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ  ქვეყნის ექსპორტიორთა პლატფორმაზე: www.tradewithgeorgia.com მიმდინარე წლის 7 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -26.8 მლრდ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -26.8 მლრდ აშშ დოლარი (-78.5 …