10 წლის განმავლობაში პირველად – Google-მა ლოგოტიპი განაახლა

კომპანიამ Google 2015 წლის შემდეგ ლოგოტიპი პირველად შეცვალა – ასო G ახლა წარმოდგენილია კომპანიის ფერების გრადიენტული გადასვლით. ახალი ლოგო უკვე გამოჩნდა iOS-ის აპლიკაციაში.

ტრადიციული ოთხი ფერის მკაფიო სეგმენტების ნაცვლად, ლოგოზე ახლა მათი ერთმანეთში რბილი გადასვლაა წარმოდგენილი: წითელი გადადის ყვითელში, შემდეგ მწვანეში და ბოლოს ლურჯში. Android-ისა და Google-ის ვებვერსიაში ახალი ხატულა ჯერ არ არის დანერგილი. ამასთან, კომპანიას სხვა ლოგოებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

წინა მასშტაბური განახლება ბრენდის სტილში 2015 წლის 1-ელ სექტემბერს განხორციელდა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …