10 რამ, რასაც თიბისი კონცეპტი მომხმარებელს სთავაზობს

თბილისი (BPI) – თიბისი კონცეპტი ახალი კონცეფციაა პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, აირჩიოს მისთვის სასურველი მომსახურების ნაკრები. თიბისი კონცეპტის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.

აქ.ახლა, თიბისი კონცეპტი მომხმარებელს 10 პროდუქტს/მომსახურებას სთავაზობს:

1. Subscription მოდელი

გამოწერის, ანუ subscription მოდელით თიბისი მომხმარებელს არჩევანის საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტოს, რა სჭირდება და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღოს პროდუქტებისა და სერვისების სასურველი ნაკრები.

2. პერსონიფიცირებული მიდგომა

თიბისი კონცეპტის საშუალებით თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საკუთარ საჭიროებებსა თუ მიზნებზე მორგებული კონცეპტის და ნაკრები აღმოაჩინოს და ამას შემოსავალი არ განსაზღვრავს.

3. ციფრული ნაკრები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, პერსონალური ციფრული საბანკო მომსახურების ნაკრები შექმნა. თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია და ვინც, არასაბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს აქტიურად იყენებს.

4. პროფესიონალი ბანკირი

თიბისი კონცეპტი მომხმარებელთან ურთიერთობის მეორე ფორმატს — პრემიუმ ნაკრებს გთავაზობთ, სადაც თქვენი სანდო პარტნიორი, შეუცვლელი დამხმარე და მრჩეველი პირადი ბანკირია. მისი მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაა.

5. მაღალი კლასის ბარათები სხვადასხვა უპირატესობით

თიბისი კონცეპტით მომხმარებელი სხვადასხვა უპირატესობით სარგებლობს. აქვს თანხის განაღდების უფრო მაღალი ლიმიტი, ბარათზე დადებითი ნაშთის შემთხვევაში ერიცხება სარგებელი. ასევე, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია საერთაშორისო შეთავაზებებიც.

6. გაუმჯობესებული პირობები საბანკო ოპერაციებზე

თიბისი კონცეპტი მაღალი კლასის ბარათების გარდა, მომხმარებელს საბანკო და სადაზღვევო მომსახურებაზე გამორჩეულ პირობებს სთავაზობს. მისი მეშვეობით, ანაბარზე თანხის გადარიცხვასა და განაღდებაზე უფრო მეტი სარგებელის დარიცხვაა შესაძლებელი; გარე გადარიცხვებისთვის დაბალი საკომისიოა დადგენილი; საბანკო კურიერის ულიმიტო მომსახურებით სარგებლობა; ამონაწერისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოებაც კიდევ უფრო მარტივია; 24/7-ზეა ხელმისაწვდომი დისტანციური მომსახურების გუნდი; წვდომა გაქვთ მეილბანკინგზე; და რაც მთავარია, უფასო, 14-დღიანი სამოგზაურო დაზღვევითა და 10%-იანი ავტოდაზღვევით სარგებლობთ.

7. კონცეპტ ასისტენტის მომსახურება

თიბისი კონცეპტით სარგებლობისას მომხმარებელს კონცეპტ ასისტენტიც ეყოლება, რომელიც სასტუმროების დაჯავშნაში, სხვადასხვა ღონისძიების თუ სამოზაურო ბილეთების შეძენაშიც დაეხმარება და ამით მომხმარებლის ყოველდღიურობის ისეთ დეტალებზე იზრუნებს, რომელშიც ის აქამდე დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავდა.

8. საერთაშორისო აეროპორტების ლაუნჯებით სარგებლობა

თიბისი კონცეპტით მომხმარებელს წვდომა აქვს LoungeKey პროგრამაზე, რომლის დახმარებით 1000-ზე მეტ აეროპორტში დამატებითი საწევრო ბარათის წარმოდგენის გარეშეა შესაძლებელი ლაუნჯით სარგებლობა. გარდა ამისა, ჩასხდომის რიგში დგომის ნაცვლად, კონცეპტის მომხმარებელი პრიორიტეტული გასასვლელითაც ისარგებლებს.

9. სპეციალური შეთავაზებები

თიბისი კონცეპტით მომხმარებელს წვდომა აქვს მუდმივად განახლებად შეთავაზებებზე, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების სტილზეა მორგებული და ყველაზე მოთხოვნად ობიექტებში სხვადასხვა პროდუქტსა და სერვისზე ფასდაკლებებს მოიცავს.

10. კონცეპტ შეხვედრები და მასტერკლასები

თიბისი კონცეპტი არ არის მხოლოდ საბანკო-საფინანსო მომსახურება. ის მომხმარებლის თვითგანვითარებაზეც ზრუნავს. საგანმანათლებლო პლატფორმის — კონცეპტ შეხვედრების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და იდეებს უზრიარებენ კონცეპტის მომხმარებლებს იმ თემებზე, რომლებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც სამუშაო გარემოში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თიბისი კონცეპტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებელი პირად ბანკირს ან კონცეპტის ცენტრს (032 2 27 27 00) უნდა დაუკავშირდეს .

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …