10 ივნისს თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი “ჩვენებურები” გაიმართება

10 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული ისტორიული დიასპორის ინიციატივით პირველად გაიმართება თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი – „ჩვენებურები”, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეწვევა 100-ზე მეტი თურქი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი, თურქეთის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები, სასოფლო-სამეურნეო, კვების, მსუბუქი მრეწველობის, ტურიზმის და სხვა სფეროს წარმომადგენლები.

თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი მიზნად ისახავს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ თურქეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა ინფორმირებას და თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობით საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.

ფორუმის მიმდინარეობისას საქართველოს შესაბამისი სამინისტროების და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლები მონაწილეებს გააცნობენ საქართველოს სამეწარმეო გარემოს, კერძო სექტორისთვის და უცხოელი ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომ მექანიზმებს, ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს. ფორუმის ფარგლებში ასევე მოხდება საქართველოში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების წარდგენა.

აღნიშნული ბიზნეს ფორუმი კარგი პრეცედენტია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის მხრიდან საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით, როგორც დიასპორული ინვესტიციების განხორციელების, ასევე, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის თაობაზე ადგილსამყოფელ ქვეყანაში ბიზნეს წრეების დაინტერესების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი – „ჩვენებურები”, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დიასპორის წარმომადგენელთა მხრიდან ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობის პროცესში ჩართულობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული რიგით მეოთხე მასშტაბური ღონისძიებაა.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …