1 სექტემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 7.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 15.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 7.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 73%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 74%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (9,797 ტონა), სომხეთში (3,089 ტონა),  უკრაინაში (1,451 ტონა), მოლდოვაში (241 ტონა), სლოვენიაში (91 ტონა), ყაზახეთში (102 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), ბელორუსში (40 ტონა) და სხვა ქვეყნებში (76 ტონა).

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …