1-ლი აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი აღარ მოემსახურება – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი აღარ მოემსახურება.

აქვე გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299 (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ – RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge უკვე არსებული 452 ელექტრონული სერვისით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელებს მომსახურების მისაღებად შეუძლიათ ესტუმრონ თბილისში არსებულ გლდანი-ნაძალადევისა (სარაჯიშვილის ქუჩა №1) და ისანი-სამგორის (გულუას ქუჩა № 4) სერვისცენტრებს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …