1 ლარი და 1 თეთრი – ექპოსრტიორების ხელშეწყობისთვის ახალი კამპანია

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” და “საქართველოს ფოსტამ” საქართველოში ავიაგადაზიდვების ბიზნესის განვითარების და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მეწარმე სუბიექტებს სთავაზობენ კამპანიას – „1 ლარი და 1 თეთრი“, რომლის ფარგლებში კომპანიებს საშუალება მიეცემათ საქართველოში წარმოებული პროდუქცია პირდაპირ გაიტანონ მსოფლიოს 17 ქვეყნის მიმართულებით, შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.

ქართული ბიზნესის წახალისების მიზნით, ორი ეროვნული კომპანია თანხმდება ხელი შეუწყოს ქართული წარმოების იმპორტს.

პროექტის „1 ლარი და 1 თეთრი“ ფარგლებში შემუშავებული იქნა სპეციალური საექსპორტო სატარიფო შეთავაზება, რომლის მეშვეობითაც კერძო სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ 1კგ ტვირთის 1 ლარად და 1 თეთრად გაგზავნას. აღნიშნული ტარიფი მოიცავს სატერმინალო მომსახურების და ავიაგადაზიდვის საფასურს.
„საქართველოს ფოსტის“ ტერმინალი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე.

ტერმინალის საბაჟო სასაწყობე ობიექტები აღჭურვილია საჰაერო ხომალდის სახმელეთო-სატვირთო მომსახურებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით. ტერმინალის 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და აეროდრომზე დამოუკიდებელი გასასვლელი უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 
„აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა დავეხმაროთ ეროვნულ წარმოებას ახალი ბაზრების აღმოჩენაში და ქართული პროდუქტის ექსპორტს ახალი მიმართულებებით. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“ – განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე. „ჯორჯიან ეარვეისი“ ყოველდღიურად საშუალოდ 10 ავიარეისს ასრულებს და 7 500 ტონა ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფს, ხოლო თვის ჭრილში ახდენს 225 000 ტონა ტვირთის ექსპორტს.

„ჯორჯიან ეირვეისი“ კიდევ არაერთხელ შესთავაზებს ქართულ კომპანიებს ქართული პროდუქციის წარმოების მხარდაჭერას, არამარტო საჰაერო გადაზიდვების, არამედ ბიზნესის განვითარების კუთხითაც. „ჯორჯიან ეირვეისი“ როგორც ხიდი, აკავშირებს და მომავალშიც დააკავშირებს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესის საერთაშორისო მომხმარებელთან” – განაცხადა ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …